fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

უცნაური ფემომენი ხალკიდაში – სახლები და ეზოები ტბებად იქცა

წყალი მდინარის კალაპოტიდან გადმოდის და სახლებში შედის… ეს მდგომარეობაა ამჟამად ხალკიდაში, აგია ელევსინაში.

დიდი რაოდენობით წყალმა ტბებად აქცია საცხოვრებელი სახლები და ეზოები.

მოსახლეობა უკიდურესად შეშფოთებულია, ხალკიდას მერი, ხრისტოს პაგონისი კი ამბობს, რომ ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს, როცა ძლიერი წვიმაა, მდინარე დიდდება და კალაპოტიდან გადმოდის.

ადგილს გუშინ გეოლოგები ესტუმრნენ. მობილიზებულია სამოქალაქო დაცვის სააგენტოც. ამ დროისთვის ადგილობრივი ხელისუფლება გამოსავალ ეძებს.

onalem

ტესტ