fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თვითმფრინავის 201 მგზავრი უიმედო მდგომარეობაში – თესალონიკის აეროპორტმა ბოინგის მიღება ვერ შეძლო

თესალონიკისკენ მიმავალი თვითმფრინავის 201 მგზავრის მდგომარეობა უიმედოა. ასეთ განცხადებებს თავად მგზავრები აკეთებენ. თესალონიკის აეროპორტმა თვითმფრინავის მიღება ვერ შეძლო.

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, რეისი ლონდონი-თესალონიკი, რომლის ბორტზეც მგზავრთა უმეტესობა ბერძნები არიან, რუმინეთის აეროპორტში დაჯდა, რადგან პილოტს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

საბერძნეთის საელჩო რუმინეთში იუწყება, რომ უცხო ქვეყანაში მყოფი ბერძნებისთვის რაიმეს გაკეთება შეუძლებელია.

“აეროპორტში ჩამოგვყარეს. პირველად გვითხრეს, რომ თვითმფრინავიდან არ ჩამოვსულიყავით, შემდეგ გვითხრეს, რომ უნდა ჩამოვსულიყავით. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი და საიმედო ინფორმაცია. საელჩოსთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ჩვენი ტელეფონები არ მუშაობს. მხოლოდ ის გვიპასუხეს, რომ ჩვენი დახმარება მათი კომპეტენცია არ არის და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა საბუთებს ვკარგავთ. არაფერი გვაქვს, რომ ვჭამოთ, წყალიც კიარ მოუციათ,” აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი ტელეკომპანია SKAI-სთან.

აღსანიშნავია, რომ მგზავრებს შორის არიან დედები ახალშობილებთან ერთად და ასევე მოხუცები. ისინი უკვე 10 საათია წყლისა და საჭმლის გარეშე არიან.

თესალონიკმა აღნიშნული თვითმფრინავის მიღება უამინდობის გამო ვერ შეძლო, რადგან ხილვადობა არ არის.

onalem

ტესტ