fbpx
ემიგრაცია

“ემიგრანტების ერთგულებისათვის დასაჯეს გადაცემა “მიგრაციის მარშრუტები“?! – დარეჯან ღამბაშიძე პირად მიმართვას ავრცელებს

ტელეკომპანია საზოგადოებრვი მაუწყებლის დირექტორს ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს!

“ემიგრანტების ერთგულებისათვის დასაჯეს გადაცემა “მიგრაციის მარშრუტები“?!!!

სავალალო და სამწუხაროა, რომ საზ. მაუს,რატომღაც ამ 100 წლოვანი რადიომაუწყებლობის ღრმა კავშირი საზოგადოებასთან და განსაკუთრებით კი საზღვრებს გარეთ მყოფ, ჩვენს თანამემამულეებთან დაახლოება არაფრად უღირს.ყველას გვახსოვს, რა სიხარული მოჰყვა როდესაც გადაცემა „მიგრაციის მარშრუტები“ქალბატონების: ნანა ლომიძისა და ია მახარაძის ძალისხმევით გადებული ხიდი იყო სამშობლოსა და ემიგრაციას შორის. რომელი ქვეყნის ემიგრანტს არ ნახავდით და მოუსმენდით, ამ გადაცემაში.

ვგებულობდით საუკეთესო ისტორიებს, ჩვენს ემიგრანტებზე ,მათ წარმატებებზე,თუ პრობლემებზე.ჩნდება კითხვა, რატომ მოიძულა საზმაუმ, ეს რადიოგადაცემა და რატომ გაგვთიშა ემიგრანტები სამშობლოსგან. ჩვენ ხომ ამ გადაცემაში ერთმანეთის გაცნობის და გამოცდილების გაზიარების წუთები გვქონდა. „არააქტუალური“ -ასეთი ცივი სიტყვებით, ნუ ეცდებით შეასუსტოთ ემიგრანტებისა და მათი ოჯახების მიერ აღიარებული, ეს საიფორმაციო წყარო ,რომელიც უმტკიცესი და ცოცხალი კავშირი იყო აზრთა გამოხატულებისა და გულწრფელი ემიგრანტული საინტერესო ისტორიებისა. გადაცემის დახურვა ნიშნავს, ჩვენი ისტორიების უგულებელყოფას,მათ დაკარგვას.ვის უშლიდა ხელს , ჩვენს მშობლიურ ენაზე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში გაბნეულ თანამემამულეთა ხმა.აქ ვსაუბრობდით ჩვენი ენის, კულტურის, განათლების,მეცნიერების და ყველა სფეროს შესახებ, რაც კი ქართულს და საქართველოს შეავსებდა.ფასეულობებს და ღირებულს ზურგი აქციეთ ბატონებო და ცდილობთ შეაჩეროთ ღრმა და ნაყოფიერი კვალი, ჩვენი ცხოვრების სასარგებლო მაგალითებიდან. აღარ ყოფილა საჭირო ვეცადოთ, რაც კი კარგია, რაც კეთილია, ჩვენი ქვეყნის წარმატებისათვის შევითვისოთ. არაერთხელ გვითხოვია, ჩვენს გამოსვლებში თვეში ერთი საათი, რომელიმე სატელევიზიო არხს დაეთმო ემიგრანტებისათვის.ყურად არავინ იღო, ჩვენი მოთხოვნა.რაც გვქონდა, ეს ერთადერთი რადიომაუწყებლობა ემიგრანტებს, იმასაც გვართმევენ.რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ნუთუ ვერ გაუგიათ მოქმედ პირებს მუსიკისა და ემიგრაციის მხარდაჭერა სხვადასხვაა?!. უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი-, ვიდრე სამშობლოსგან შორს მყოფი თანამემამულეების ინტერესები?

ტელევიზის გადაქცევა ინდივიდუალიზმის კოლექტივად მხოლოდ კაცუნებუის საქმეა-საღი აზრის მოსმენა კი საზოგადოების გამარჯვებას ნიშნავს .იქნებ არხის თავკაცმა დროულად განჭვრიტოს ემიგრანტების მოლოდინი და გაგვცეს პასუხი, რატომ ჩაგვიტეხეს ხიდი სამშობლოსთან, რატომ გვიწუნებენ, ამ გადაცემაში თავმოყრილ, ჩვენს მატიანეს და რატომ არა ვართ პირველები ერთიანი ინტერესების ინტეგრირებისათვის,” აცხადებს ქალბატონი დარეჯან ღამბაშიძე.

onalem

ტესტ