შეხვედრა ანა ვისის კონცერტზე წლების შემდეგ ბრწყინვალე ქორწილით დასრულდა
პეგი და ჯონი ერთმანეთს პირველად ანა ვისის კონცერტზე 2011 წელს შეხვდნენ. სწორედ აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა, რომელიც გრანდიოზული ბერძნულ-ამერიკული ქორწილით დასრულდა.
მათი ნიშნობა კოლონაკში ერთ-ერთ მდიდრულ სასტუმროში შედგა, თუმცა, ბრწყინვალე ქორწილი ამერიკაში გადაიხადეს, რომელსაც ბერძნული ელემენტები, ცხადია, არ აკლდა.