fbpx
საბერძნეთი

“შევიშალეთ! სამი ცხედრის ესგუმაცია მოხდა, რომ ექიმებს კორონავირუსით გარდაცვალება დაემტკიცებინათ” – პროფესორი, მარიოს ლაზანას

ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა და საბერძნეთის ექსპერტთა კომიტეტის წევრმა, მარიოს ლაზანამ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან სერიოზულ პრობლემეზე ისაუბრა. ეს პრობლემები, მისი თქმით, შექმნილია პანდემიის უარმყოფელთა მიერ, რომელთაც კორონავირუსის არსებობის მაშინაც კი არ სჯერათ, როდესაც დაავადებულები თავად არიან.

“სამწუხაროდ, ექიმები დადიან პოლიციის განყოფილებებში, საკუთარი სიმართლის სამტკიცებლად. ათენში სულ მცირე სამი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ჩატარებულიყო ცხედრების ესგუმაცია, რომ ექიმებს დაემტკიცებინათ ფაქტი, რომ პაციენტი ნამდვილად კორონავირუსით იყო გარდაცვლილი. უკვე ნამდვილ შეშლილებს დავემსგავსეთ! 

ხალხი მკურნალობის დროსაც კი უარყოფს, რომ ინფიცირებულია, ხოლო ისინი, ვისაც ოჯახის წევრები ეღუპებათ, ექიმებს უჩივიან და შემდეგ გვამებს ექსპერტიზა უტარდებათ, რომ სიმართლე დადგინდეს. ნამდვილად შევიშალეთ,” ამბობს პროფესორი.

რაც შეეხება სკოლებს, ლაზანამ განმარტა, რომ მისი აზრით, რომელიმე განყოფილების დახურვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მოსწავლეთა ნახევარზე მეტი (50+1) აღმოჩნდება ინფიცირებული.

მან არ გამორიცხა, რომ ჩრდილოეთ საბერძნეთში შესაძლებელია მთავრობამ რაიმე შემზღუდველი ზომები გამოაცხადოს, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური ტვირთი საკმაოდ დიდია.

 

onalem

ტესტ