fbpx
საბერძნეთი

“სამარხვო კალათი” საბერძნეთში დაცინვა აღმოჩნდა – პროდუქტების ფასები იგივეა ან უფრო მეტი

როგორც უკვე ცნობილია, დღეს, 13 მარტს, საბერძნეთში ე.წ. “სამარხვო კალათი” ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც, წესითა და რიგით, პროდუქტების კონკრეტული კატეგორიები დაბალ ფასად უნდა იყოს შემოთავაზებული. მომხმარებლის შთაბეჭდილებით კი, რომელიც პირველივე დღეს შეიქმნა, ეს უბრალოდ თაღლითობა და ხალხის მოტყუებაა.

როგორც განვითარების სამინისტრო იუწყებოდა, დაკლებული იქნებოდა ხალვის, გაყინული თევზის ფასი, თუმცა, უბრალოდ გუშინდელი და დღევანდელი ფასები რომ შევადაროთ სუპერმარკეტში, ვნახავთ, რომ ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება – ხალვა ღირს ზუსტად იმდენი, რამდენიც გუშინ ღირდა, თუმცა, ახლა ითვლება, რომ ის “სამარხვო კალათის” სიაშია.

“რა თქმა უნდა ეს “კალათი” არის ის, რასაც ველოდებოდით – ერთი დიდი ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრა. პროდუქტებს იგივე ფასი აქვთ, ზოგს კი, მომატებული და ცდილობენ დაგვანახონ, რომ რაღაც შეიცვალა,” ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ