fbpx
საბერძნეთი

სულ რაღაც 20 დღეში გრანდიოზული ფასდაკლებები და შემოთავაზებები – Black Friday საბერძნეთში

“შავი პარსკევი” ის დღეა, რომელსაც ბევრი მომხმარებელი მოუთმენლად ელის. დღე, როდესაც სხვადასხვა მაღაზიები გრანდიოზულ ფასდაკლებებს გვთავაზობენ და ბევრი ნივთის შეძენა, განსაკუთრებით ტექნიკის, შეღავათიან ფასებად შეგვიძლია.

2023 წელს “შავი პარასკევი” უწევს 24 ნოემბერს, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაღაზიები მხოლოდ ამ ერთი დღით არ შემოიფარგლებიან და ფაქტობრივად, აკეთებენ შეთავაზებებს მთელი კვირის მანძილზე. შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს “შავი პარასკევის კვირა” და არა მხოლოდ ერთი დღე. ამრიგად, ფასდაკლებები ამოქმედდება არა ზუსტად 24 ნოემბერს, არამედ 20 ნოემბრიდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე მეორე წელია, რაც საბერძნეთში შუასეზონური ფასდაკლებები აღარ მოქმედებს, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ბიზნესებმა უფრო გაბედური შეთავაზებები გააკეთონ შავი პარასკევის კვირაში.

ტრადიციულად, შავი პარასკევის შემდეგ გვექნება ციფრული ორშაბათიც, ე.წ. Cyber Monday, რაც ნიშნავს ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს ონლაინ-ვაჭრობისას და აღნიშნული დღე იქნება 27 ნოემბერს.

onalem

ტესტ