fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 3.000 ევრო ΕΦΟΡΙΑ-სგან მათ, ვინც ყალბი ქვითრების შესახებ შეატყობინებს!

გარკვეული პერიოდის წინ საბერძნეთის საგადასახადო სამსახურმა (ΕΦΟΡΙΑ) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გარკვეული თანხა გაიცემოდა ადამიანებზე, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესს ყალბი ქვითრების გაცემაში ამხელდნენ.

ΕΦΟΡΙΑ მოუწოდებს მომხმარებელს, რომ თუკი შენიშნავენ, რომ რაიმე პროდუქტის შეძენისას ყალბი ქვითარი მიიღეს, აუცილებლად შეატყობინონ ამის შესახებ სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მათ, შედეგად კი, თავადაც მიიღებენ სარგებელს და პარალელურად, შეებრძოლებიან ბიზნესის მხრიდან გადასახადების თავიდან არიდების მცდელობას.

საგადასახადო სამსახური მომხმარებელს მსგავსი ინფორმაციის მიწოდებისთვის 3.000 ევროსაც კი ჰპირდება, მოქმედებს აპლიკაცია, APODIXI, რომელიც ტელეფონში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და ქვითრის ნამდვილობა შეამოწმოთ, მეორეს მხრივ კი, შეიქმნება დამატებითი პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება, საჩივრის შეტანა,  სრულიად ანონიმურად.

თანხის მინიმალური რაოდენობა, რომელიც მომხმარებელმა შეიძლება მიიღოს არის 100 ევრო, ხოლო მაქსიმალური, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 3.000 ევრო.

onalem

ტესტ