fbpx
საბერძნეთი

ორგანიზაცია ჰქონდა და ხალხს სთხოვდა თანხა პირად ანგარიშებზე ჩაერიცხათ ან კონვერტებში ჩაედოთ

კონსტანტინოს პოლიხრონოპულოს საქმის გარშემო ახალ-ახალი ინფორმაციის გავრცელება არ წყდება და ყველა აღნიშნული არის ერთგვარი მტკიცებულება მის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. როგორც ირვევა, პოლიხრონოპულო ხალხს თანხების ჩარიცხვას პირად ანგარიშებზე სთხოვდა ან ეუბნებოდა, რომ კონვერტებით გადაეცათ, ეს კი მაშინ, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა და ყველას შეეძლო თანხა ორგანიზაციის ანგარიშზე დაეფიქსირებინა.

ამრიგად, პოლიხრონოპულო ცდილობდა, რომ ეს გადარიცხვები დაემალა, რათა შემდეგ გამოეყენებინა სრულიად სხვა მიზნებისთვის და არა ადამიანების დასახმარებლად.

როგორც უკვე ცნობილია, კონსტანტინოს პოლიხრონოპულო დაკავებული იყო აზარტული თამაშებით, აქტიურად დადიოდა ბუზუკებში და იქ ათასობით ევროს ხარჯავდა. მის მიერ ამ მიზნებით გამოყენებული თანხა ნახევარ მილიონს აჭარბებს. ამ ყველაფერთან ერთად კი, ორგანიზაციის მოხალისეები ჩივიან მუქარების შესახებ, რომლებსაც იღებენ მას შემდეგ, რაც ხმა ამოიღეს და საჯაროდ ალაპარაკდნენ.

 

onalem

ტესტ