fbpx
საზოგადოება

“საკუთარი ვინაობა რომ მკითხონ, ვერ ვუპასუხებ” – რენა კუველიოტი საკუთარი მძიმე დაავადების შესახებ

რენა კუველიოტიმ, ტელეკომპანია Alpha-ს ყოფილმა ჟურნალისტმა, ელეონორა მელეტისთან ისაუბრა ჯანმრთელობის პრობლემაზე, რომელიც საკმაოდ მძიმედ აისახება მის ცხოვრებაზე, რადგან რაღაც მომენტში შეიძლება საკუთარი ვინაობაც კი არ ახსოვდეს.

“ეს სრულიად შემთხვევით დამემართა, როდესაც რეპორტაჟიდან დავბრუნდი და ოფისში ჩავედი. შემდეგ აღარ მახსოვს. გონება დავკარგე, სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდა და KAT-ში გადამიყვანეს. იქამდე არ მქონია არანაირი სიმპტომები, მაგრამ მეხსიერება ჩემი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა. ჩემი ტვინი მოხუცი ქალის ტვინის მსგავსია და ექიმებმა ეს დაადასტურეს. ძალიან შემეშინდა, როდესაც შეტევები დამეწყო. თითქოს ყველაფერი შავდებოდა, უცებ, არ ვიცოდი, სად მივდიოდი, საიდან დამეწყო ან ვინ ვიყავი საერთოდ. არაფერი იყო, მხოლოდ სიშავე,” ამბობს ჟურნალისტი.

როგორც კუველიოტი ჰყვება, ასეთ შემთხვევებში ვინაობა რომ ჰკითხონ, ვერ უპასუხებს, სწორედ ამიტომ რამდენიმე ადგილას ჩადებული აქვს ბარათები, საკუთარი მონაცემებით, იმისთვის, რომ თუ შეტევა ისევ დაემართება, გაიგონ, თუ ვინ არის ის.

onalem

ტესტ