fbpx
საბერძნეთი

დღეს საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს – რა გაიხსნება მომდევნო ეტაპზე?!

დღეს, 22 იანვარს, საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოს შეკრებაზე მოსალოდნელია უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც გულისხმობს საშუალო და უმაღლესი სკოლების გახსნას.

როგორც პროფესორები აცხადებენ, მონაცემები უკვე არის იმდენად დამაკმაყოფილებელი, რომ გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები და დანარჩენი კლასების მოსწავლეები მერხებს დაუბრუნდნენ.

ექსპერტთა ნაწილი იანვრისა და თებერვლის თვეს კრიტიკულად აფასებს. როგორც ნიკოს სიფსასი ამბობს, მოსახლეობამ ზომების დაცვის გზით არსებული მდგომარეობა უნდა შეინარჩუნოს, რათა არ განვითარდეს ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა.

ამრიგად, დღეს, საღამოს 18:00 საათზე, ნიკოს ხარდალიასი დააანონსებს სკოლების გახსნას 1 თებერვალს.

შემდეგ ეტაპზე, თებერვლის თვეშივე, იგეგმება გაიხსნას კაფეები, ტავერნები და რესტორნები, თუმცა, ისინი მაგიდებს დადგამენ გარეთ და კლიენტთა რაოდენობა იქნება შეზღუდული, ცხადია, შესაბამისად, მაგიდების რაოდენობა შემცირდება, რათა დაცული იყოს დისტანცია.

*მთავრობა არ განიხილავს ბარების და კლუბების გახსნის საკითხს.

ასევე, უახლოეს მომავალში იგეგმება ზამთრის კურორტების გახსნა და მუნიციპალიტეტიდან მუნიციპალიტეტში გადაადგილების დაშვება.

შესაძლოა გაიხსნას ΟΠΑΠ-ის ოფისები მომდევნო პერიოდში და დაშვებულ იქნას ნადირობა და თევზაობა.

onalem

ტესტ