fbpx
კრიმინალისაზოგადოება

საბერძნეთ-თურქეთის საზღვართან სამი გარდაცვლილი გოგონა იპოვეს – ისინი დაჭრილები არიან

პირველადი ინფორმაციით, ეგონათ, რომ 3 გარდაცვლილი გოგონა ლტოლვილი იყო, რომელიც საზღვრის გადაკვეთის მცდელობის დროს, მდინარე ევროში დაიხრჩო.

გარდაცვლილთა გვამები ადგილობრივმა ფერმერმა შენიშნა მდინარის ნაპირას.

თუმცა, უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით, გოგონები დაჭრილები არიან ბასრი იარაღით, სავარაუდოდ დანით.

სამართალდამცავებისა და მოსამართლის პირველი დასკვნის მიხედვით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს.

გარეგნული დათვალიერების შედეგებმა აჩვენეს, რომ სამივე გარდაცვლილს ჭრილობა კისრის მიდამოში აქვს მიყენებული ბასრი საგნით და სავარაუდოდ, დანაშაული 24 საათის უკან არის მომხდარი.

გარდაცვლილთა ვინაობა უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ისინი ახალგაზრდა იმიგრანტი ქალები ან ლტოლვილები არიან. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2 გოგონას ასაკი 15-დან 18 წლამდეა.

გამოძიება ყველა შესაძლო მიმართულებით მიმდინარეობს. სამართალდამცავები უფრო მეტი დეტალის გამოვლენას გვამების აუტოფსიის შემდეგ ელოდებიან.

რაც შეეხება დანაშაულის ადგილს, რეგიონი მთლიანად ბლოკირებულია და გამოძიების პარალალურად, მიმდებარე ტერიტორიაზე სრული მობილიზაციაა გამოცხადებული.

onalem

ტესტ