fbpx
საზოგადოება

“იქ მოძრაობა საფრთხის შემცველი იყო” – რა კეთდება ომონიის მოედანზე?!

ომონიის მოედანზე დიდი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო და იქაურობამ სახე უკვე იცვალა. ათენის მუნიციპალიტეტმა დაგებული ფილები მოაშორა და განახლებისთვის რამდენიმე იდეის განხორციელებას შეუდგა. რა გველის ომონიაზე სამუშაოების დასრულების შემდეგ?!

მუნიციპალიტეტი იუწყება, რომ ცვლილებები აუცილებელია, განსაკუთრებით კი, ომონიისთვის, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ ესთეტიურ სახეს, არამედ, პირველ რიგში, მოედანზე ზოგიერთი ადგილი სასიარულოდ საფრთხის შემცველი იყო, დაზიანებების გამო.

ომონიის განახლებისთვის 500.000 ევროა გამოყოფილი.

ეს მოედანი ათენის ერთ-ერთი ცენტრალური უბანია, სადაც მოსახლეობა აქტიურად გადაადგილდება. გარდა იმისა, რომ იქ უამრავი ადამიანი მუშაობს, დასვენების დღეებშიც კი, ყველაზე მეტი ხალხი სწორედ ომონიაზე ტრიალებს, განსაკუთრებით კი ემიგრანტები, რომელთაც თავისი საქმის მოგვარებისთვის ძირითადად იქ უწევთ მისვლა.

ათენის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებს. ყველას მოეხსენება, თუ როგორ ცხელა ზაფხულის თვეებში ათენში და ქალაქის შუაგულში მზე განსაკუთრებით აჭერს. ყველას არ შეუძლია წავიდეს სხვადასხვა კუნძულებზე დასასვენებლად, ამიტომ მოსახლეობის ნაწილს, რომელიც 45 გრადუსიან სიცხეს ქალაქში ებრძვის, რაღაც ახალი სჭირდება.

ინიციატივა ასეთია: ომონიის მოედანზე გაკეთდება სპეციალური ტექნიკა, რომელიც 4.500 კვადრატულ მეტრზე იქნება გათვლილი და ჰაერის ტემპერატურას დაარეგულირებს. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე საგრძნობლად ეგრილება და ადამიანებს საჭიროების შემთხვევაში იქ გაჩერება თავისუფლად შეეძლებათ, ისე, რომ სიცხისგან არ შეწუხდებიან.

onalem

ტესტ