fbpx
ემიგრაციული სიახლეებიკატეგორიის გარეშე

“კატეხაკი” – რა არის და რის შესაძლებლობას გვაძლევს ეს საბუთი საბერძნეთში?!

ქართველებს, რომლებიც საბერძნეთში სამუშაოდ ჩამოდიან და 3 თვეზე მეტ ხანს რჩებიან (ანუ არღვენენ უვიზო რეჟიმს), შეუძლიათ მოითხოვონ თავშესაფარი საბერძნეთის სახელმწიფოსგან.

რა არის ასილო/თავშესაფრის საბუთი (ე.წ. კატეხაკი)?

როდესაც თავშესაფარს ვითხოვთ, გვაძლევენ შემდეგი ტიპის დოკუმენტს (ნახეთ ფოტო), რომელსაც ჰქვია “ეტისი ასილუ”, ანუ დასტური, რომ თქვენ მოითხოვეთ თავშესაფარი და თქვენი საქმე განიხილება საბერძნეთის სახელმწიფოს მიერ.

აღნიშნული განხილვის დოკუმენტი (ქართველები კატეხაკს ეძახიან) მოგცემთ იმის უფლებას, რომ იცხოვროთ და იმუშაოთ საბერძნეთში ლეგალურად, გახსნათ აფიმი, ამკა და დაიზღვიოთ ჯანმრთელობა საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემაში.

ანუ, გამოდის, რომ ადამიანი, რომელიც უახლოეს წარსულში ჩამოვიდა საქართველოდან და უკვე დაარღვია 3 თვიანი რეჟიმი, ამ საბუთით აქვს შესაძლებლობა, რომ მაშინვე შეუდგეს ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის პროცესს.

რამდენი ხანია ძალაში ეს საბუთი?

აღნიშნული საბუთი დაახლოებით სამ წლამდე გასტანს, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მოიხსენიება, საბერძნეთის სახელმწიფო 2 ან 3 წლის შემდეგ არ დაგვიდასტურებს თავშესაფარს, რომელიც მოვითხოვეთ, ანუ უარს გვეტყვის. თუმცა, ამ 2/3 წლის მანძილზე თქვენ იცხოვრებთ და იმუშავებთ ლეგალურად.

 

onalem

ტესტ