fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ქ. მანანა კვირიკაძის მიმართვა ემიგრანტებს

SOS….. ემიგრანტო იბრძოლეთ…. დაუმკვიდრეთ თქვენს შვილებს ადგილი საქართველოში! ემიგრანტობა მემკვიდრეობითი ხდება! ემიგრანტთა შვილები საზღვარგარეთ მიდიან სამუშაოდ! ადრე დავწერე,რომ ღმერთმა ნუ ქნას ემიგრაცია მემკვიდრეობით გადავიდეს-თქო და თანდათან ეს ცხადად ხდება საუბედუროდ.
ერთი ახლობელი ქალბატონი მყავს ათანში..გაზარდა 2 არაჩვეულებრივი ულამაზესი ქალიშვილი. დაამთავრეს უმაღლესი ….უამრავ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა სამუშაო ადგილისთვის და ყოველთვის სხვა დააყენეს მათ წინ,როგორც პარტიული ისე სოციალური ნიშნით. ერთ დღესაც ამ ქალიშვილებმა განუცხადეს დედას… სამუშაოდ მოვდივართ საბერძნეთში …სანამდე უნდა ვიყოთ შენს კმაყოფაზე,შენ წადი და მამას მიხედე სახლში.კმარა უკვე შენი აქ ყოფნა აწი ჩვენ მიგხედავთო.
კარგი ჩვენი დრო დამთავრდა საქართველოში,მაგრამ ამ ახალგაზრდებს რას ერჩით ისინიც ხომ საქართველოს მომავალია? მარტო მაღჩინოსნების და მათი შვილებისაა ეს საქართველო? კეთილშობილი,განათლებული ,მაგრამ უბრალო ადამიანის შვილებმა რა დააშავეს? ამ გოგონებმა როდის უნდა შექმნან საკუთარი ოჯახი? იმ დროს როცა ისინი მათი პატარების ჟღურტულს და კისკისს უნდა ისმენდნენ საქარ\თველოში საკუთარ ოჯახში ….მოხუცის კვნესა და ოხვრა გააღვიძებთ ემიგრაციაში…! როდის უნდა მოეღოს ბოლო ამ ყველაფერს? კარგი ჩვენი თაობა მართლაც დაკარგულები ვართ საქართველოსთვის, მაგრამ ემიგრანტის შვილებს,მაინც მიხედონ და გაუწიონ რამეში შეღავათი და ნუ გარიყავენ მათ საზოგადოებისგან…. ამდენ ხანს ჩვენს ემიგრანტობაზე ვწუწუნებდით და ახლა ემგრანტთა შვილების ბედიც სავალალოა! რამდენი ემიგრანტის შვილია დაუსაქმებელი საქართველოში.რამდენი ემიგრანტის შვილია ემიგრანტი დედის კმაყოფაზე? ემიგრანტო დედებო ამოიღეთ ხმა,იბრძოლეთ და დაიცავით თქვენი შვილები…დაუმკვიდრეთ თქვენს შვილებს ადგილი საქართველოში! ეს საქართველო ყველასია!
ნუ გახდით საქართველოს,თურქების,არაბების,ჩინელების და ათასი რჯულის ადამიანების საჯიჯგნათ! საქართველოვ ნუ გახდები დედინაცვალი ემიგრანტების და მათი შვილებისათვის! კმარა…. კმარა…..საკმარისად ბევრი საქართველოსათვის გამოსადექი შვილი გყავთ დაკარგული.
 ემიგრანტი საბერძნეთიდან მანანა კვირიკაძე.