fbpx
კრიმინალი

ზოგრაფუ: ქალს შვილის ქორწილიდან შეგროვებული თანხა, 12, 000 ევრო მძარცველებმა წაართვეს

გუშინ შუადღეს ზოგრაფუზე მცხოვრები მოხუცი ქალი გაძარცვეს. დაუჯერებელი ფაქტი ცხადყოფს, რომ დამნაშავეები, რომ არათუ ღამით და დაკავების შიშით, არამედ სრულიად თავისუფლად შედიან სახლებში დღის მანძილზეც კი. ქალს სახლში 12, 000 ევრო ედო, რომელიც მათ მისი ცემის შემდეგ წაიღეს.

ქალი რამდენიმე დღის მანძილზე სახლში არ იმყოფებოდა და სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ იქ შეჭრა და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ სახლის პატრონი სწორედ ამ დღეს დაბრუნდებოდა შინ.

როცა ქალმა კარი შეაღო, დაინახა, რომ ირგვლივ ყველაფერი არეული იყო. შემდეგ კი ორ ნიღბიანსაც წააწყდა.

ისინი მას დანით ემუქრებოდნენ და გარკვეული დაზიანებები მიაყენეს, ეუბნებოდნენ, რომ მოკლავდნენ. შემდეგ ფულის ძებნა გააგრძელეს და 12, 000 ევროს მიაგნეს კიდეც.

როგორც ცნობილია, აღნიშნული თანხა მისი ვაჟის ქორწილიდან შეგროვდა და ქალი სახლში ინახავდა.

პოლიცია დარწმუნებით ამბობს, რომ ეს ყველაფერი რომელიმე ოჯახის წევრის ან ნათესავის გაკეთებულია. ან მინიმუმ მონაწილეობს პირი, რომელიც ოჯახს კარგად იცნობს და იცოდა, რომ მოხუცი ამ რაოდენობის თანხას სახლში მალავდა.

 

onalem

ტესტ