fbpx
საზოგადოება

ათენი: როგორ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხვალ?!

შობა-ახალ წელთან დაკავშირებით ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობის განრიგს ცვლის. როგორც უკვე ცნობილია, 24 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით, ისინი არ იმოძრავებენ ისეთი სიხშირით, როგორც ეს ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში ხდება.

კერძოდ, ავტობუსები და ტროლეიბუსები ოფიციალური განრიგის მიხედვით, 31 დეკემბერს იმუშავებენ 23:00 საათამდე.  ბოლო რეისები შესრულდება 21:00-დან 22:00 საათამდე ინტერვალში.

ხვალ, 24 დეკემბერს, იმოძრავებენ 25-20 წუთში ერთხელ.

ელექტრო მატარებელი იმოძრავებს ყოველ 5-10 წუთში ერთხელ, 17:30 საათამდე, ხოლო დარჩენილ საათებში 10 წუთში ერთხელ. 31 დეკემბერს ბოლო რეისი 22:00 საათზე შესრულდება.

მეტრო ბოლო რეისებს შეასრულებს 22-დან 23 საათამდე ინტერვალში. 24 დეკემბერს იმოძრავებს 5 წუთში ერთხელ 18:00 საათამდე, ხოლო დარჩენილ საათებში 10 წუთში ერთხელ.

ტრამვაი იმუშავებს ასევე 23:00 საათამდე და ბოლო რეისები შესრულება 21:00 საათიდან 23:00 საათამდე ინტერვალში. გამოივლის 17-20 წუთში ერთხელ.

onalem

ტესტ