fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: საკუთარ დაბადების დღეზე დაღუპულ გოგონას და მის დედას დღეს დაკრძალავენ

დღეს 17 წლის მარია-იოანასა და მის დედას დაკრძალავენ. დედა-შვილს ოჯახი დღეს საბოლოოდ გამოემშვიდობება, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან მარია-იოანას მამა და მისი ორი და, რომელთაც მომხდარის დაჯერება უჭირთ.

გავრცელდა ფოტოებიც, თუ რა მდგომარეობაშია მანქანა, რომლითაც სვეტა და თავისი გოგონა 8 ნოემბერს გაუჩინარდნენ და სწორედ ამავე დღეს დაიღუპნენ.

პირველადი ინფორმაციით, შემთხევევა შესაძლოა ადგილის ბრალი ყოფილიყო, რომელიც მძღოლებისთვის საკმაოდ სახიფათოდ ითვლება.

გოგონას მამა, მანოლის დელიიანისი ამტკიცებს, რომ თვითმკვლელობა გამორიცხულია. მამაკაცის თქმით, სვეტას შვილი ყველაფერს ერჩივნა და არასოდეს არაფერს დაუშავებდა. მისი აზრით, ეს მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო და ქალმა მანქანა ვერ დაიმორჩილა.

onalem

ტესტ