fbpx
საზოგადოება

ამინდის საგანგებო პროგნოზი – ათენში დღეს ამინდი მკვეთრად გაუარესდება

ბერძენი სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო საათებში ათენში ძლიერი ჭექა-ქუხილი გველის. როგორც ვარაუდობენ, მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.

ბოლო დღეების მანძილზე უხვი ნალექი დაფიქსირდა დასავლეთ საბერძნეთში, თუმცა, დღეს ატიკის რეგიონშიც მოღრუბლულობასა და პერიოდულ წვიმას გვპირდებიან. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი, 3-5 ბალი სიძლიერის და ათენის ცენტრში ტემპერატურა 16-დან 21 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება თესალონიკს, მოსალოდნელია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა, ჰაერი კი 12-დან 19 გრადუსამდე გათბება.

 

onalem

ტესტ