fbpx
საზოგადოება

მზიანი ამინდი და ღია მაღაზიები ათენში – სამუშაო გრაფიკი საშობაო პერიოდში!

დღეს ათენში მაღაზიები დილის 11:00 საათიდან გაიხსნა და საღამოს 18:00 საათამდე იმუშავებს. ამასთან ერთად საყიდლებზე წასასვლელად ნამდვილად შესანიშნავი ამინდია. რაც შეეხება სუპერმარკეტებს, ისინი 20:00 საათამდე იმუშავებენ.

ორშაბათს, 24 დეკემბერს, მაღაზიები 09:00 საათზე გაიხსნება და 18:00 საათისთვის დაიკეტება. სამშაბათს და ოთხშაბათს კი დაკეტილი იქნება.

დღეს თითქმის მთელი დღის მანძილზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი, წვიმა ნავარაუდევია მხოლოდ კრეტაზე, დოდეკანესსა და დასავლეთ საბერძნეთში.

ტემპერატურა მაკედონიაში -3-დან 7 გრადუსამდე იმერყევებს, ატიკის რეგიონში 2-დან 16 გრადუსამდე, თერმაიკოსა და სპორადესში 4-დან 6 გრადუსამდე.

ათენის ცენტრში დღის მანძილზე ჰაერი 8-დან 16 გრადუსამდე გათბება, თესალონიკში კი 4-დან 12 გრადუსამდე.

 

onalem

ტესტ