fbpx
ეკონომიკა

პენსიები: 1,2 მილიონი ბერძენი თვეში 500 ევროზე ნაკლებს იღებს

ერთიანი მართვის სისტემისა და საპენსიო გადასახადების ანგარიშების (“ΗΛΙΟΣ”) მიხედვით, საშუალო პენსია 772 ევრომდე დაეცა, 962,466 პენსიონერი იღებს 500-დან 100 ევრომდე თვეში.

ეს მონაცემები წარდგენილია მანამდე, სანამ მოხდება პენსიების კიდევ ერთხელ შემცირება, მათ შორის, მისი საშუალო მაჩვენებლისაც.

დამატებითი საშუალო პენსია (επικουρική) 190 ევროდან 170 ევრომდე შემცირდა.

2015 წლის ივნისში საშუალო მაჩვენებელი  134.91 იყო, მაშინ როცა “ΗΛΙΟΣ”-ის 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, საშუალო მაჩვენებელი უკვე 97 ევროს უდრიდა.

2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში პენსიონერთა რაოდენობა 2,631,052 იყო, ხოლო მათზე ყოველთვიურად დახარჯული თანხა 2,336,678,419 ევრო.

ზოგადი საპენსიო ასაკის შემცირების მიუხედავად, 51-დან 65 წლამდე 700,000 ადამიანი გავიდა პენსიაზე. კერძოდ, პენსიონერთა 24% 81 წელს ზემოთაა, 31% 71-დან 80 წლამდე, ხოლო 39% 51-დან 70 წლამდე.

ცნობილია, რომ პენსიონერები  56-65 წლამდე იღებენ ყველაზე მაღალ პენსიას, 1000-დან 1,137 ევრომდე.

onalem

ტესტ