fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი ნაღდი ფულით გადახდის შეზღუდვისკენ მიდის – თანხის დიდი ნაწილის გადახდა ბარათებით უნდა მოხდეს

საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრო დამატებითი ზომების მიღებას გეგმავს, რათა ხელი შეეწყოს ელექტრონული ტრანზაქციების გაზრდას, შესაბამისად, ეს იქნება ზომები გადასახადების გადახდისგან თავის არიდებისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მარტივად რომ ვთქვათ, საბერძნეში უახლოეს მომავალში იგეგმება ნაღდი ფულით გადახდის შესაძლებლობის შეზღუდვა, რათა თანხის უმეტესი ნაწილის გადახდა განხორციელდეს ბარათების საშუალებით (როგორც პლასტიკური, ასევე ელექტრონული ბარათების საშუალებით).

განიხილება იმ ლიმიტის შემცირება, რომლის ფარგლებშიც ნებადართულია ნაღდი ფულის გამოყენება პროდუქციის შესაძენად ან ნებისმიერი მომსახურების გაწევის სანაცვლოდ თანხის გადასახელად. ეს ლიმიტი სავარაუდოდ შემცირდება 500 ევროდან 200 ევრომდე, რაც საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ანუ ნებისმიერი პროდუქტის შეძენა, რომლის საფასურიც 200 ევროზე მეტი იქნება, მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი. ცხადია, აქ იგულისხმება ელექტრონული გადახდის ნებისმიერი საშუალება, არ არის აუცილებელი, იყოს ეს ბერძნული ბანკის ანგარიში.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს სპეციალური აპლიკაციის “აპოდიქსის” წარმატებაც, რომლის საშუალებითაც გადასახადის გადამხდელები ამოწმებენ მიცემული ქვითრის სისწორეს და თუკი რაიმე პრობლემა ფიქსირდება, აგზავნიან მას საგადასახადო სამსახურში.

ნაღდი ფულით გადახდის შეზღუდვა იგეგმება არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც კი.

ამ დრომდე დაწესებულებების სია, რომელთაც არ აქვთ ვალდებულება, ჰქონდეთ POS ანუ ბარათით გადახდის შესაძლებლობა, ასე გამოიყურება:

ტაქსები
კიოსკები
მანქანების სადგომები
სპორტდარბაზები
კონკრეტული კინოები და თეატრები
ტრადიციული კაფეები სოფლებში.

2019 წელს საბერძნეთში ბარათით გადახდის საშუალებით შესყიდვებმა 40,6 მილიარდ ევროს მიაღწია, 2020 წელს 44,7 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, 2021 წელს 53 მილიარდ ევრომდე, ხოლო 2022 წელს 65 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

წყარო: https://www.newmoney.gr/roh/palmos-oikonomias/oikonomia/pros-nea-miosi-to-orio-gia-tis-sinallages-me-metrita/

onalem

ტესტ