fbpx
საბერძნეთი

ათენი: წვიმამ ვასილისის სოფიას გამზირზე ჩანჩქერები შექმნა (კადრები)

ძლიერი წვიმის გამო, რომელიც დილის საათების შემდეგ არ შეწყვეტილა, ატიკის რეგიონში ბევრი პრობლემა ფიქსირდება. ათენში, ფაქტობრივად, შეუძლებელია როგორც მანქანების, ასევე ქვეითების გადაადგილება უსაფრთხოდ.

როგორც კადრებიდან ჩანს, ვასილისის სოფიას გამზირზე უხვი ნალექის გამო, რომელიც გასასვლელს ვერსად პოულობს, ჩანჩქერებიც კი წარმოიქმნა.

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, უამინდობა მომდევნო საათების მანძილზეც შენარჩუნდება, ამიტომ მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს.

onalem

ტესტ