fbpx
კრიმინალი

მუქარები ომონიაზე მდებარე ძვირფასეულობის მაღაზიის მეპატრონის ადვოკატის მიმართ

დღეს უცნობებმა ომონიაზე მდებარე ძირფასეულობის მაღაზიის მეპატრონის ადვოკატის ოფისთან მუქარის შემცველი წარწერები გააკეთეს. ადვოკატი, ხარის ანაგნოსტოპულო, იცავს მამაკაცს, რომელიც 33 წლის ზაკ კოსტოპულოს სიკვდილამდე ცემის ბრალდებით არის დაკავებული.

შესასვლელებში მათ დააწერეს “ხულიგანო”, “ზაკ 22/09”, “ხარი, ითამაშე და წააგე”.’

“კორპუსის მაცხოვრებლებმა მითხრეს, რომ იქ, სადაც ჩემი ოფისი მაქვს, უცნობებმა სპრეის საშუალებით რაღაც წარწერები გააკეთეს. მე არ მესმის ლოგიკა, რატომ უქმნის ვინმეს დისკომფორტს, რომ აბსოლუტური უფლება მაქვს ვინმე დავიცვა, თუნდაც ის იყოს დამნაშავე. ეს დასაგმობი და უკანონოა,” ამბობს ადვოკატი.

წარწერებია გაკეთებული თავად მაღაზიის წინაც.

 

onalem

ტესტ