fbpx
საზოგადოება

მიტოვებული ჩვილების პირველი შობა საბერძნეთის ყველაზე დიდ საავადმყოფოში!

ამ საავადმყოფოს თანამშრომლები მხოლოდ თავიანთი შვილების მშობლები არ არიან, მათ ჰყავთ უამრავი შვილი, რომელთაც ისეთივე მზრუნველობით ექცევიან, როგორც საკუთარს. აქ პატარებს დედები დაბადებისთანავე ტოვებენ.

მარიანთი ნიკოლოპულუ, ათენის სამშობიარო საავადმყოფოში მთავარი სოციალურ მუშაკად მუშაობს, ამაყად ამბობს, რომ როცა შობას სხვა ბავშვები საჩუქრებს ელოდებიან, იქ მყოფი ახალშობილებისთვის ერთადერთი საჩუქარი, რომელიც მათ სურთ, სიყვარული და მზურველობაა.

“თითოეული თანამშრომელი თვლის, რომ ისინი მათი შვილები არიან. დედების უმეტესობამ, რომელიც აქ მოდის, უბრალოდ არ იცის, თუ როგორ მოუაროს მათ დაბადების შემდეგ. ძირითადად, ისინი არიან ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირები ან ფიზიკურად არ აქვთ უნარი, იზრუნონ მათზე. სხვა ოჯახის წევრები კი ბავშვებს ყურადღებას არ აქცევენ.”

ბოლო მონაცემებით, მიტოვებული ბავშვების 40% საკუთარ ოჯახებში ბრუნდება.

 

onalem

ტესტ