fbpx
საბერძნეთი

კრეტაზე ცენტრალური გზიდან ახალგაზრდა ქალის გატაცება სცადეს

პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა ქალისგან შევიდა საჩივარი, რომლის მიხედვითაც ცენტრალური გზიდან მისი გატაცება სცადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრეტაზე, მარტირონის ცენტრალური გამზირის ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდა ქალი მარტო მიდიოდა, როდესაც გზაზე თეთრი მანქანა გამოჩნდა, წამოეწია და მასთან ახლოს გააჩერეს. იქიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა, რომელიც თავს დაესხა და მისი მანქანაში ძალით ჩასმა სცადა.

ქალის თქმით, პანიკაში ჩავარდა და წინააღმდეგობა გაუწია, შედეგად კი, თავის დაღწევა მოახერხა და ახლოს მდებარე სალონში ითხოვა დახმარება. შემდეგ, როდესაც დამშვიდდა, პოლიციაში მივიდა და მომხდარის შესახებ განაცხადა.

პოლიცია ამ დროისთვის აწარმოებს გამოძიებას, რომ დაადგინონ მანქანისა და დამნაშავეთა ადგილსამყოფელი, ვინაიდან შესაძლოა ამ ფაქტმა ისინი კრიმინალურ დაჯგუფებამდეც გაიყვანოს. ამ დრომდე უცნობია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს გატაცების მცდელობა.

onalem

ტესტ