fbpx
ფინანსები

საბერძნეთში ელექტრო ენერგიის გადასახადი იკლებს – ნახეთ, რა ცვლილებები ამოქმედდება 1 ოქტომბრიდან?!

გავრცელდა ოფიციალური გადაწყვეტილებები, რომლებიც ელექტრო ენერგიის საფასურის ცვლილებას უკავშირდება და როგორც ჩანს, 1 ოქტომბრის შემდეგ ქვითრებზე, რომლებიც სახლში მოგვივა, თანხის გაცილებით ნაკლები რაოდენობა იქნება ასახული, ვიდრე ეს აქამდე იყო. როგორც ირკვევა, ელ. ენერგიის მიმწოდებელი კომპანიები კილოვატ/საათში 60 ცენტზე ნაკლებსაც კი აწესებს, როცა აქამდე ეს თანხა 68-დან 80 ცენტამდე იყო.

კერძოდ, მაგალითად: ΔΕΗ-ს ტარიფი 1 ოქტომბრიდან კილოვატ/საათში იქნება 59,5 ცენტი (პირველ 500 კილოვატ/საათზე), რაც საკმაოდ ნაკლებია იმ ტარიფთან შედარებით, რაც აქამდე ჰქონდა გამოცხადებული – 78,8 ცენტი.

Protergia-ს ტარიფი 57,63 ცენტია.

Elpedison – 59,05 ცენტი.

რაც შეეხება ΗΡΩΝ-ს, ამ კომპანიის საფასური განისაზღვრება 69,8 ცენტით, რაც მათი დამატებითი ფასდაკლებით მცირდება 55,84 ცენტამდე იკლებს.

ZeniΘ-ის ტარიფი 58,9 ცენტს შეადგენს.

დღეს კოსტას სკრეკამ განაცხადა, რომ საბერძნეთში ელექტრო ენერგიის გაძვირებას თითქმის 90%-ით აღმოფხვრიან და საბერძნეთის მოსახლეობას შეუძლია, რომ მოსალოდნელ ზამთარს იმედიანად შეხვდეს.

onalem

ტესტ