fbpx
საზოგადოება

კიფსელი: ხანძრის დროს ქალი მე-5 სართულიდან გადმოხტა თავის გადასარჩენად

გუშინ, კიფსელზე ქალი საკუთარი ბინიდან გადმოხტა, რომელიც მე-5 სართულზე მდებარეობს. გადმოხტომის მიზეზი ხანძრისგან თავის გადარჩენა იყო. რა მიზეზით გაჩნდა ბინაში ცეცხლი, ამ დროისთვის უცნობია.

სახანძრო ბრიგადის ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული, თუმცა კონკრეტულად რომელში, უცნობია. იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, რადგან მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ცეცხლის ალისგან შეშინებულმა ქალმა გადაწყვიტა მე-5 სართულის აივნიდან გადამხტარიყო თავის გადასარჩენად. “ჩემს ცოლს უშველეთ” – განაცხადა ქმარმა, რომელიც ხანძრის დროს ბინაში დარჩა.

სახანძრო ბრიგადა დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლო.

ჩვენების თანახმად, ქალი გადმოხტომის შემდეგ, კორპუსის პირველ სართულზე გამოწეულ ტენტზე დავარდა, რამაც მისი ძირს დაცემა ნაწილობრივ შეამსუბუქა.

სახანძრო ბრიგადას ეჭვი აქვს, რომ ხანძარი სახლის საძინებელ ოთახში და საწყობში გაჩნდა.

onalem

ტესტ