fbpx
ჯანმრთელობა

კიდევ ერთი დარტყმა კორონავირუსისგან?! – ხარალამბოს გოგოსი სამი სცენარის შესახებ საუბრობს

პათოლოგიის პროფესორმა, ხარალამბოს გოგოსმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან სამი სცენარის შესახებ ისაუბრა. ეს არის სამი შემთხვევა, რომელიც განიხილება კორონავირუსთან დაკავშირებით და ამ ეტაპისთვის ზუსტი პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან ეს არის ახალი ტიპის, ჯერ კიდევ შეუსწავლელი ვირუსი.

კერძოდ, ხარალამბოს გოგოსმა წარადგინდა შემდეგი სამი სცენარი:

  1. კორონავირუსის გავრცელება გაგრძელდება ისე, როგორც ახლა არის, ძალიან მცირე ახალი შემთხვევებით, რომელთა რაოდენობაც გაცილებით გაიზრდება სექტემბერში, მაგრამ მალევე შემცირდება. ვირუსი არსებობას დაახლოებით 24-48 თვე გააგრძელებს, ხოლო შემდეგ უბრალო რესპორატორული დაავადება გახდება.
  2. კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება ძალიან სუსტი და მალევე გაქრება იმ ზომების დახმარებით, რომელთაც ვიღებთ.
  3. მესამე და ყველაზე უარესი სცენარი ის არის, რომ გვექნება კორონავირუსი გავრცელების მეორე და ძლიერი ტალღა, თუმცა, საზოგადოება იქნება უკეთესად მომზადებული.

გოგოსი აცხადებს, რომ მეცნიერებს აღელვებთ მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა. ამასთანავე ქსანთის რეგიონში კორონავირუსი ჯერ კიდევ მძვინვარებს და სხვადასხვა დასახლებებში ხდება ინფიცირებულების გამოვლენა, თუმცა, ეს არ არის დამანგრევლად დიდი რაოდენობა.

“ჩვენთვის ახლა უმთავრესი ამოცანა ის არის, რომ გავუმკლავდეთ ტურიზმთან დაკავშირებულ საფრთხეებს ისე, რომ არ შევაჩეროთ ტურისტების შემოსვლა საბერძნეთში. შეგახსენებთ, რომ უმთავრეს რეკომენდაციად რჩება დისტანციის დაცვა, 1.5-2 მეტრი. ეს რეკომენდაცია ძალაშია ყოველთვის და ყველასთვის, მათ შორის ტურისტებისთვისაც.

თუკი მესამე და უარესი სცენარი გვექნება, შეჩერდება არა მხოლოდ ტურისტების შემოსვლა და ფრენები, არამედ, სამწუხაროდ, სასტუმროებიც შეწყვეტენ მუშაობას.

თუ იქნება ეპიდემიოლოგიური სიმძიმე, ყველაზე კარგ შემთხვევაში ფრენებს მხოლოდ კონკრეტულ ქვეყნებთან შევაჩერებთ,” აღნიშნა პროფესორმა.

onalem

ტესტ