fbpx
საზოგადოება

“გარდა მამაცი ოფიცრისა, ის დიდი ადამიანი იყო” – საბერძნეთის პრეზიდენტი “ეგეოსის ზღვის გმირზე”

კირიაკოს პაპადოპულოს გარდაცვალებამ მთელი საბერძნეთი შეძრა. “ეგეოსის ზღვის გმირს” დღეს დაკრძალავენ.

უამრავმა მაღალჩინოსანმა მიუსამძიმრა ოჯახს, რომელიც ითხოვს, რომ გვირგვინების შეძენის ნაცვლად, თანხა ორგანიზაციაში “ბავშვის ღიმილი” გადარიცხონ, რადგან 44 წლის პაპადოპულო მთელი ცხოვრების მანძილზე ბავშვების გადარჩენისთვის იბრძოდა.

“გარდა მამაცი ოფიცრისა, ის დიდი ადამიანი იყო. ღირსეული წარმომადგენელი ბერძნული კულტურისა და სულისა,” ასე მიუსამძიმრა საბერძნეთის პრეზიდენტმა, პროკოპის პავლოპულომ, პაპადოპულოს ქვრივს.

როგორც უკვე ცნობილია, ოფიცერმა 5, 000-ზე მეტი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან, მათ შორის უამრავი ბავშვი.

დოკუმენტური ფილმი, “4, 1 მილი”, წარდგენილი იყო ოსკარების დაჯილდოვებაზე.

onalem

ტესტ