fbpx
მსოფლიო

ევროპის ქვეყანაში სასტუმრო უფასოდ მიგიღებთ, თუ ერთ პირობას შეასრულებთ

სასტუმროში უფასოდ ცხოვრების პირობა კი ასეთია: სტუმარმა უარი უნდა თქვას ნებისმიერი ტექნიკით სარგებლობაზე.

შვედეთის ქალაქ გიოტებორგში მდებარე სასტუმრო Bellora სტუმრებს უფასოდ მიიღებს, თუ ისინი ერთ პირობას დათანხმდებიან, იუწყება Travel and Leisure.

უფრო მეტიც, სასტუმროში ცხოვრების ფასი იმაზეცაა დამოკიდებული, რამდენად ინტენსიურად გამოიყენებთ სმარტფონს.
ამის დასადგენად ნომრებში „ჭკვიანი ნათურებია“ დამონტაჟებული, რომელთა ანთება მობინადრეს WiFi-ს მეშვეობით შეუძლია. ნახევარი საათის განმავლობაში ნათურა თეთრ შუქს გამოსცემს, მერე კი გაწითლებას იწყებს.აღსანიშნავია, რომ ეს ოტელიერების პირველი მცდელობა არ არის, გადააჩვიონ სტუმრები სოციალურ ქსელებს. ასე მაგალითად, ნიუ-იორკში მნიშვნელოვან ფასდაკლებას მიიღებთ, თუ გაჯეტებს წინასწარ ჩააბარებთ შესანახად.

 

onalem

ტესტ