fbpx
კანონმდებლობასაბერძნეთი

ახალი კანონპროექტი საბერძნეთში: მართვის მოწმობის აღება 17 წლის ასაკიდან გახდება შესაძლებელი

საბერძნეთის პარლამენტში გასულ სამშაბათს ახალი კანონპროექტი განიხილეს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მართვის მოწმობის აღება 17 წლის ასაკიდან გახდება შესაძლებელი, თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი პირობის თანხლებით.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონპროექტი საბერძნეთში პირველად განხილება.

საინტერესოა თანმხლები პირობაც, რომელიც გულისხმობს, რომ 17 წლის ასაკის პირს, რომელის მართვის მოწმობას მოიპოვებს, უფლება აქვს მართოს ავტომობილი მგზავრთან ერთად, რომელიც არის მინიმუმ 30 წლის და ფლობს მართვის მოწმობას მინიმუმ 5 წლის მანძილზე.

გამოცდა იქნება ჩვეულებრივი სახის, თეორიული და პრაქტიკული ნაწილით და ორივე შედგება ერთსა და იმავე დღეს.

გამოცდის ჩაბარების ღირებულება 15 ევროა და ჩაბარების შემთხვევაში, მართვის მოწმობა 5 დღეში გაიცემა.

 

onalem

ტესტ