fbpx
საზოგადოება

ეპიდემია საბერძნეთში: ღორის გრიპით 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

38 წლის მამაკაცმა სიცოცხლის ბოლო დღეები საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა. მას ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი შეეყარა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

როგორც საავადმყოფოს პერსონალი იუწყება, მამაკაცი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ერთი კვირის მანძილზე იყო მოთავსებული და მიუხედავად ექიმების ძალისხმევისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მას აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და რამდენიმე დღის მანძილზე არ მიაკითხა სამედიცინო დაწესებულებას. გამომდინარე აქედან მდგომარეობა დამძიმდა და საბოლოოდ ის ღორის გრიპმა იმსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ ღორის გრიპი (H1N1) კუნძულზე დაფიქსირებულია მხოლოდ ხანიას საავადმყოფოში, თუმცა, ზოგადად საბერძნეთში მრავალი შემთხვევა ფიქსირდება.

onalem

ტესტ