fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: ოჯახმა ეზოში სამეფო პითონი იპოვა – სავარაუდოდ, ის სპეციალურად დაუდეს

რეპტილია ბუჩქებთან, პატარა ყუთში იპოვეს. პირველადი ვარაუდით, ის ეზოში დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე იმყოფებოდა. ეს არც მეტი არც ნაკლები, სამეფო პითონია, რომელიც თესალონიკში მცხოვრებმა ოჯახმა საკუთარ ეზოში დახურულ ყუთში აღმოაჩინა.

“ყუთი გუშინ ჩემმა დედამთილმა გახსნა, თავიდან კალამარი ეგონა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ეს დიდი გველი იყო, ძალიან შეეშინდა. მან ხომ ჯერ კიდევ არ იცოდა, გველი ცოცხალი იყო თუ მკვდარი,” განაცხადა ალექსანდრა მარკუმ.

გველი რამდენიმე საათის მკვდარი იყო, როცა იპოვეს. საქმე იმაშია, რომ ყუთი, სადაც გველი იყო მოთავსებული, ზოგადად ცხოველების მაღაზიებში იყიდება. გველი იქ თავისით ვერ შეაღწევდა, რაც ნიშნავს, რომ ოჯახს შესაძლოა ის სპეციალურად დაუდეს.

“არ ვიცი რა მოხდებოდა, თუ ყუთს პირველი ჩემი 2.5 წლის შვილი გახსნიდა.”

ოჯახს წარმოდგენა არ აქვს, თუ ვის შეიძლებოდა მსგავსი რამ გაეკეთებინა მათთვის.

სავარაუდოდ, საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

იხილეთ ფოტოები:

 

onalem

ტესტ