fbpx
პოზიტივისაზოგადოება

“დახმარება სახლში” პროგრამა საბერძნეთში, რომელიც 120.000 ადამიანს დაეხმარება

“დახმარება სახლში” (Βοηθεια στο σπιτι) – ეს არის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მოხუცებული ადამიანების დახმარებას, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა, რომლებსაც აქვთ მოტორული (მოძრაობის) პრობლემები, ცხოვრობენ მარტო ან არ აქვთ ოჯახისგან საკმარისი დახმარება. პროგრამა მიზნად ისახავს 120.000-მდე მოხუცისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.

რა არის კრიტერიუმები?

ფინანსები: უპირატესობა მიენიჭებათ ხალხს დაბალი შემოსავლებით, 5.000 ევროზე ნაკლები წელიწადში.

ოჯახური მდგომარეობა: უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვინც მარტო ცხოვრობს.

ჯანმრთელობის სტატუსი: უპირატესობა მიენიჭებათ ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა.

რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო ბენეფიციარებს?

რჩევები და ემოციური მხარდაჭერა.

სახლში მისვლა და სამედიცინო დახმარების აღმოჩენა (ფიზიოთერაპია და სხვა სახის სამედიცინო პროცედურები).

საშინაო მოვლა, დასუფთავება და ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილება (პროდუქტების მიტანა, გადასახადების გადახდა).

კონკრეტულ ადგილებში გაყოლა (მაგ.: ბანკში და ა.შ.)

პროგრამის ფარგლებში მუშაობენ სხვადასხვა სპეციალისტები: სოციალური მუშაკები, ექთნები, ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან მოხუცებულების საჭიროებები, მათი სახლების დასუფთავება და ა.შ.

საერთო ჯამში “დახმარება სახლში”-ს სამსახურში 4.500 თანამშრომელია.

 

 

onalem

ტესტ