fbpx
საბერძნეთი

Σκλαβενιτη-მ და Βασιλοπουλο-მ საკუთარ თანამშრომლებს 5 და 3 მილიონი ევროს ბონუსები გადასცა

საბერძნეთში სუპერმარკეტების ორი უმსხვილესი ქსელის, Σκλαβενιτης და Βασιλοπουλος, ხელმძღვანელობამ საკუთარი თანამშრომლების შრომა დააფასა და “სკლავენიტმა” 5, ხოლო “ვასილოპულომ” 3 მილიონი ევროს ბონუსები დაარიგა.

როგორც კომპანიების განცხადებაშია ნათქვამი, ისინი დიდ მადლობას უხდიან საკუთარ თანამშრომლებს, რომ მუშაობენ ასეთ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც ყველაფერი დახურულია. ისინი დგანან პირველ ხაზზე, რომ უზრუნველყონ მოსახლეობა ყველაფრით, რაც სჭირდებათ. მაშინ, როდესაც არაფერი მუშაობს და თითქმის ყველა სექტორში დასაქმებულები, უსაფრთხოების მიზნით, სახლებში არიან, სუპერმარკეტების თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და დგანან ერთგვარი საფრთხეების წინაშე ყოველდღიურად.

“სკლავენიტმა” 5 მილიონი ევროს ბონუსები საკუთარ 25.000 თანამშრომელს დაურიგა, ხოლო “ვასილოპულომ” 3 მილიონი ევრო 13,575 დასაქმებულზე გადაანაწილა.

 

onalem

ტესტ