fbpx
საზოგადოება

“სიმსივნე მიპოვეს და ექიმები ჩემს რეაქციას ვერ იჯერებდნენ ” – სპიროს პაპადოპულო

სპიროს პაპადოპულო ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია ცხოვრებასთან მას შემდეგ, რაც სიმსივნე დაამარცხა. მან თავისი ყველაზე დიდი თავგადასავლისა და ბრძოლის შესახებ ისაუბრა, საიდანაც გამარჯვებული გამოვიდა.

“არ შემშინებია. ექიმებს ეგონათ, რომ ვიტყუებოდი და ჩემს რეაქციას ვერ იჯერებდნენ. მითხრეს, რომ სიმსივნე მქონდა. რაც ფსიქოლოგიურად დამეხმარა იყო ის, რომ მითხრეს, ჯერ ტესტი უნდა გაგვეკეთებინა, რათა გაგვეგო მეშველებოდა, თუ მეტასტაზები ძალიან იყო მოდებული ორგანიზმში. მინდოდა გამეგო მზად ვიყავი თუ არა ყველაფრისთვის. ჩემი შვილი ვნახე და ვუთხარი, რომ სალაპარაკო გვქონდა. შიში და დეპრესია პირველ რიგში ვნებს ჯანმრთელობას. გამბედაობა და სიმშვიდე დამეხმარა. ვაკეთებდი იმას, რასაც ექიმები მეუბნებოდნენ. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რას იზამდა ჩემი შვილი ჩემ გარეშე,” ამბობს პაპადოპულო.

“მე ყველაფრისთვის მზად ვიყავი, კარგისთვისაც, ცუდისთვისაც და უარესისთვისაც. და ჩემი შვილიც ასეთია. მუდამ ჩემს გვერდით იყო. ვხუმრობდით და ბევრს ვიცინოდით.”

onalem

ტესტ