fbpx
საზოგადოება

კორონავირუსი: საბერძნეთის პოლიციამ ქალი წყლიდან იძულებით ამოიყვანა და 150 ევროიანი ჯარიმა გამოუწერა

აგიონ აპოსტოლონის სანაპიროზე დაცვის თანამშრომლებმა პოლიციაში დარეკეს და განაცხადეს, რომ გადაადგილების აკრძალვის მიუხედავად, წყალში ქალი ცურავდა.

დაახლოებით 17:00 საათისთვის ხანიის აღნიშნულ სანაპიროზე პოლიცია მივიდა და ქალს, რომელიც იქიდან 100 მეტრის მოშორებით ცურავდა, წყლიდან ამოსვლისკენ მოუწოდა.

როგორც კი სირენების ხმა გაიგო, ქალმა მაშინვე ნაპირისკენ გამოცურა და ზემოთ ამოსულს 150 ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში უმიზეზო გადაადგილება კანონით იკრძალება და 150 ევროთი ჯარიმდება.

 

onalem

ტესტ