fbpx
საზოგადოება

“ბერძნულმა პორტმა ჩვენი მოკვლა სცადა” – რას ამბობს მიგრანტი, რომელიც თურქებმა გადაარჩინეს

Anadolu-ს მიხედვით, მიგრანტები ბავშვებთან ერთად წყალში შენიშნეს და საკუთარ ნავზე აიყვანეს. ის, რაც მამაკაცმა მათ და მოგვიანებით მედიას უამბო, შემზარავია. ერაყელი მოჰამედ ფადილი ამბობს, რომ ინციდენტის შედეგად, მან თავისი 4 წლის გოგონა დაკარგა, მის სიკვდილზე კი ბერძნული პორტია პასუხისმგებელი.

“დიდი ტალღები იყო. შუა ზღვაში ბერძნული ნავი გამოჩნდა და ჩვენთან საკმაოდ ახლოს იყო. ვიფიქრეთ დასახმარებლად მოვიდოდნენ, მაგრამ გვითხრეს, რომ ნავის ძრავა გამოგვერთო. თოკი გამოაბეს და ნავს წრიულად აცურავებდნენ. ეს არაადამიანური იყო, მათ ჩვენი მოკვლა სცადეს. შემდეგ იქ მიგვატოვეს, რადგან მკვდრები ვეგონეთ. იქ ვიყავით, სანამ თურქები გამოჩნდებოდნენ. 

ჩემი ორი შვილის გადარჩენა მოვახერხე, მაგრამ მესამის ვერა,” ამბობს ფადილი.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში 2018 წელს 14.000 არალეგალი მიგრანტი შემოვიდა.

 

 

 

onalem

ტესტ