fbpx
საბერძნეთი

ბერძნების 56,8% ამბობს, რომ საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილია – მხოლოდ 1,1% ამჟღავნებს უკიდურეს უკმაყოფილებას

შესაძლოა ბერძნები “წუწუნით” ხასიათდებოდნენ, თუმცა, ბოლოს ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ საერთო ჯამში ნახევარზე მეტი საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილია. ΕΛΣΤΑΤ ავრცელებს კვლევის შედეგებს, რომელშიც ჩანს, რომ გამოკითხული მოსახლეობის 56,8% კმაყოფილებას აცხადებს საკუთარი ცხოვრების მიმართ, აბსოლუტურ კმაყოფილებას აცხადებს 5,2%, ხოლო 1,1% ამბობს, რომ საერთოდ არ არის კმაყოფილი.

ზემოთ აღნიშნული მონაცემები ეხებათ 16 წელს ზემოთ მოსახლეობას, რაც შეეხება 16 წელს ქვემოთ გამოკითხულებს, 5,7% ამბობს, რომ საერთოდ არ არის კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით, ხოლო 1,9% ამბობს, რომ სრულიად კმაყოფილია.

თუმცა, ცხადია, შედეგები განსხვავდება ერთმანეთისგან იმის მიხედვით, თუ რა შემოსავალი აქვთ ადამიანებს, რომელთა შორისაც ტარდება გამოკითხვა, მაგალითად, შედარებით ხელმომჭირნედ მცხოვრები ადამიანების 70,2% აცხადებს, რომ ან საერთოდ არ არიან კმაყოფილები საკუთარი ცხოვრებით ან ნაწილობრივ, რაც უკავშირდება სწორედ ფინანსურ მდგომარეობას.

ამას გარდა, გამოკითხულთა 88% აცხადებს, რომ ჰყავს ვინმე, ვისგანაც შეიძლება ითხოვოს მორალური და მატერიალურ-ფინანსური დახმარება, 16 წელზე ზემოთ გამოკითხულთა 13,2% ამბობს, რომ სოციალურად გარიყულად გრძნობს თავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბერძნები ბედნიერების ინდექსის მიხედვით მსოფლიოს 150 ქვეყანას შორის 67-ე ადგილს იკავებენ, 2021 წელს კი, 68-ე ადგილას იყვნენ.

onalem

ტესტ