fbpx
საბერძნეთი

სერიოზული პრობლემა ათენიდან აფრენილ თვითმფრინავში – პილოტი რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა

ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენილმა Sky Express-ის თვითმფრინავმა რეისი ვერ შეასრულა. აფრენიდან რამდენიმე წუთში პილოტმა გამოაცხადა, რომ უკან ბრუნდებოდნენ.

თვითმფრინავი ირაკლიოში მიფრინავდა და დაახლოებით 5, 000 მეტრის სიმაღლეზე იყო, როცა პილოტმა მგზავრებს განუცხადა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ის არ აპირებდა დანიშნულების პუნქტამდე ჩასვლას.

მგზავრები თავდაპირველად პანიკაში ჩავარდნენ, შედეგად კი თვითმფრინავი ათენის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა. ისინი დაჯდომიდან 2 საათნახევარი ბორტზე იმყოფებოდნენ.

ცნობილია, რომ მგზავრები დაზიანების გამო სხვა თვითმფრინავში გადასხეს. აღმოჩნდა, რომ დაზიანება სერიოზული იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა, კომპანიამ თვითმფრინავი შეცვალა.

მგზავრები საბოლოოდ ირაკლიოში უვნებლად ჩაფრინდნენ.

 

 

onalem

ტესტ