fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცმა მანქანა უკან სვლით დაძრა და საკუთარ 6 წლის შვილს დაეჯახა

გავრცელებული ინფორმაციით, სერიოზული შემთხვევა კრეტაზე, კერძოდ, ხანიაში მოხდა. 6 წლის ბავშვი საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

როგორც ირკვევა, მცირეწლოვანი მამის მანქანის უკან იმყოფებოდა, რაც მამაკაცმა ვერ შენიშნა, შიგნით ჩაჯდა, უკანა სვლით დაიძრა და ბავშვს დაეჯახა. როდესაც გააცნობიერა, თუ რა მოხდა, დაუყოვნებლივ სასწრაფო დახმარება გამოიძახა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების შეფასებით, ბავშვს მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული და აუცილებელია, რომ ჰოსპიტალიზირებული დარჩეს, მომდევნო დღეებში კი, დააკვირდებიან, დასტაბილურდება თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

onalem

ტესტ