fbpx
საზოგადოება

ავეჯი, ლეიბები, კარადები და საოფისე ნივთები თესალონიკის ქუჩებში

ისინი ყრიან არა მხოლოდ ნაგავს, არამედ ლეიბებს, ავეჯს და საოფისე ნივთებსაც კი. ასეთი სურათი თესალონიკში იშვიათობა არ არის.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები ანდრეოპულუს ქუჩიდან, სადაც ქუჩაში დაყრილი ავეჯი პრობლემას უქმნის ქვეითად მოსიარულეებს და ზოგან ტრანსპორტსაც კი. ამას გარდა, ქალაქის იერსახეს მნიშვნელოვნად ამახინჯებს.

აღსანიშნავია, რომ იგივე მდგომარეობას საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც ვაწყდებით. ექსპერტების აზრით, ლეიბებისა და მსგავსი ნივთების ქუჩაში დაყრა, რომელიც პირადი გამოყენებისაა, შესაძლოა ვირუსული ინფექციების გაზრდის რისკს შეიცავდეს.

onalem

ტესტ