fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთის პრემიერს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა

“ათენში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 15 იანვარს, ალექსის ციპრასს მხარი 151-მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი იყო. 148-მა დეპუტატმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა,” – ნათქვამია განცხადებაში.

ალექსის ციპრასი საბერძნეთის პრემიერმინისტრია 2015 წლის 26 იანვრიდან. იგი 2009 წლიდან მემარცხენე ფრთის, კოალიცია “სირიზას” ლიდერია.საბერძნეთის პარლამენტში 2009 წელს აირჩიეს . 2015 წლის 25 იანვარს მისი მეთაურობით “სირიზამ” საყოველთაო ვადამდელ არჩევნებზე მიიღო ამომრჩეველთა 36%-ის ხმა, რითაც გამარჯვება და 300 არსებულიდან, პარლამენტში 149 ადგილი მოიპოვა. ის საბერძნეთის 189-ე პრემიერმინისტრი გახდა.

2015 წელს ჟურნალმა TIME-მა ციპრასი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

ალექსის სიპრასისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თავდაცვის მინისტრმა პანოს კამენოსმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. არსებული ინფორმაციით, მას მაკედონიისთვის სახელის შეცვლის თაობაზე პრემიერმინისტ ალექსის ციპრასთან უთანხმოება ჰქონდა, რის გამოც თანამდებობა დატოვა.

onalem

ტესტ