fbpx
საზოგადოება

აღდგომა თუ შობა? სუვლაკი თუ პიცა? ოჯახი თუ კარიერა? – გამოკითხვა ბერძნებში

ცხოვრებაში ბევრი მომენტია, როცა ადამიანი დილემის წინაშე დგება. aboutpeople -მა ბერძნებში გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 675-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, 17 წლის ზემოთ. მათ უპასუხეს სახალისო და საინტერესო კითხვებს. მაშ ასე, რას ანიჭებენ უპირატესობას გამოკითხული ბერძნები?!

შობა თუ აღდგომა – 10-დან 6 შობას ასახელებს, თუმცა საერთო რაოდენობით, 32,6%-ს აღდგომა ურჩევნია.

სიყვარული თუ ვნება – 26,1 % ვნებას ამჯობინებს, ხოლო 70,1% მნიშვნელოვნად სიყვარულს თვლის.

მზის ჩასვლა თუ მზის ამოსვლა – 62% მზის ამოსვლის მოყვარულია, ხოლო 33% მზის ჩასვლის ყურება სიამოვნებს.

მთა თუ ზღვა – და რა თქმა უნდა, გამოკითხული ბერძნების 69, 4% ზღვას ირჩევს.

მელომაკარონა თუ კურაბიედეს – მელომაკარონა 63, 5%-ით იგებს.

სუვლაკი თუ პიცა – ცხადია, გამოკითხულთა უმეტესობა, 65,9% პიცას ამჯობინებს.

ღვთის წყალობა თუ ფული – გამოკითხული ბერძნების 55,7%-ს ფული ურჩევნია.

კარიერა თუ ოჯახი – 10დან 8 ბერძენი ამბობს, რომ ოჯახი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

onalem

ტესტ