fbpx
კრიმინალიმსოფლიო

აეროპორტში კონტროლის შედეგად მამაკაცს პარიკში ნახევარი კილო კოკაინი აღმოუჩინეს

მამაკაცმა, რომელიც კოლუმბიიდან ბარსელონაში მიფრინავდა, ნარკოტიკების გადატანის უცნაური გზა შეარჩია. მან თავზე ნახევარი კგ კოკაინი დაიდო, ხოლო ზემოდან პარიკი დაიხურა და ფიქრობდა, რომ სასაზღვრო პოლიცია ამას ვერასოდეს მიხვდებოდა.

მამაკაცი აეროპორტშივე აიყვანეს და როგორც ცნობილია, კოკაინის საერთო ღირებულება, რომელიც მას უნდა ქვეყანაში შეჰქონდა, დაახლოებით 30.000 ევროა.

პოლიცია აცხადებს, რომ ნარკოტიკების გამსაღებლების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.

ბარსელონას აეროპორტში 2018 წელს 100 კგ-ზე მეტი კოკაინი ამოიღეს.

onalem

ტესტ