fbpx
საზოგადოება

ბერძენმა ექიმმა 8 თვის მანძილზე დასვენების დღის გარეშე იმუშავა – სამოსის საავადმყოფო პედიატრის გარეშეა

სამოსის საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილება ექიმის გარეშე დარჩა, თუმცა, ამ დროისთვის იქ 9 ბავშვია მოთავსებული, რომელთაც შესაბამის დახმარებას ვერავინ გაუწევს. ერთადერთმა პედიატრმა, რომელიც იქ მუშაობს, საბოლოოდ შვებულების აღება შეძლო, რადგან 8 თვის მანძილზე ის დასვენების დღის გარეშე მუშაობდა.

სამოსის საავადმყოფო ემსახურება 30.000 ადამიანს, 4.000 მიგრანტს, რომელიც კუნძულს მიაწყდა და ასევე, ათასობით ტურისტს. თუმცა, იქ მხოლოდ ერთი პედიატრია, რომელიც არანორმალურ პირობებში, ყოველდღე მუშაობდა.

საბერძნეთის საავადმყოფოს თანამშრომელთა გაერთიანება აცხადებს, რომ სამოსი 8 თვის მანძილზე ერთი პედიატრის მხრებზე იდგა, რომელსაც, ცხადია, საბოლოოდ ეკუთვნის შვებულება და ის წავიდა.

გაერთიანების წევრები ჯანდაცვის სამინისტროსგან  პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას ითხოვენ, რადგან კუნძულზე ბავშვების სიცოცხლე რისკის ქვეშ დგას.

onalem

ტესტ