fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

10-დან 4 ბერძენი თვლის, რომ ციპრამ ქვეყანა უარეს მდგომარეობაში ჩააგდო

10-ან 4 ბერძენი ფიქრობს, რომ ალექსის ციპრას ხელისუფლებამ ქვეყანას გაცილებით უარესი სიღატაკე მოუტანა. გამოკითხვა მაკედონიის უნივერსიტეტმა ჩაატარა.

კვლევის თანახმად, ბერძნების უმრავლესობას არ სჯერა ციპრას განცხადებების, რომ მან კრედიტორებთან ურთულესი მოლაპარაკებები აწარმოა და მაქსიმალურად უმტკივნეულო ზომებს მიიღებს. გამოკითხულთა 40%-მა სწორედ ასეთი პასუხი გასცა.

17,5% ფიქრობს, რომ ქვეყანა ყველაზე რთულ მდგომარეობაში გიორგოს პაპანდრეუმ ჩააგდო (2010-2011), ხოლო რესპოდენტთა 13,5% მიიჩნევს, რომ საბერძნეთში მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეული ზომები ადონის სამარასის დროს იყო.

onalem

ტესტ