fbpx
პოლიტიკა

“1 ივლისიდან ქვეყანა საზღვრებს ხსნის, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა” – კირიაკოს მიცოტაკის განცხადება

კირიაკოს მიცოტაკიმ ტელეკონფერენციისას მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. პრემიერმა აღნიშნა, რომ რაც უფრო მალე მოგვარდება ჯანმრთელობის კრიზისის პრობლემა, მით მალე მოგვარდება პრობლემები ეკონომიკის თვალსაზრისითაც.

“პანდემიის დასაწყისში, ამ კრიზისის წარმატებით მართვის კატალიზატორი იყო ახალი ურთიერთობა, ნდობა სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის.

ჩვენ გადაწყვეტილებები მივიღეთ იქამდე, ვიდრე ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდებოდა. გაუქმებულად გამოვაცხადეთ პატრასის დიდი კარნავალი. გვახსოვს, რომ იმ მომენტში მთავრობამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ როგორც დავინახეთ, ჩვენი ორი კვირით წინ აღმოვჩნდით, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, რადგან ზომები მივიღეთ დროულად.

თუკი რაიმეს გაკეთებაა საჭირო, უნდა გაკეთდეს ნაადრევად, რომ მერე არ მოხდეს შეფერხება. მოქალაქეებს მკაფიო მითითებები მივეცით, ექსპერტებს კი სიტყვის თქმის საშუალება. მთავრობამ მოგებული დრო ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოიყენა.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 1 ივლისიდან ქვეყანა საზღვრებს გახსნის. ეს კარგი იქნება არა მხოლოდ იმ ხალხისთვის, რომელსაც მოგზაურობა სურს, არამედ ჩვენი ტურისტული ინდუსტრიისათვის. წლევანდელი ევროპული ტორტი გაცილებით პატარა იქნება, მაგრამ ჩვენ გვინდა დიდი ნაჭერი ამ პატარა ტორტიდან,” თქვა მიცოტაკიმ.

ამრიგად, საბერძნეთი ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნას 1 ივლისიდან გეგმავს, ტურისტები კი მკაცრი პროტოკოლის დაცვით ჩამოვლენ, რაშიც მოიაზრება ტესტის ჩატარება კორონავირუსზე.

onalem

ტესტ