fbpx
საბერძნეთი

Drive-in კინო ათენში – ფილმების ყურება საკუთარი მანქანებიდან

კორონავირუსმა 2020 წელი 50-60-იანი წლების ტენდენციებში დააბრუნა. მსოფლიოს მასშტაბით კინოეთეატრები პანდემიის გამო დახურულია, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობას ალტერნატივა სჭირდება.

ამრიგად, ათენის მდიდრული გარეუბანი, გლიფადა, პირველ Drive-in კინოს უმასპინძლებს, რაც გულისხმობს ფულმების ყურებას საკუთარი ავტომობილებიდან. ეს იქნება ღია კინოთეატრი, სადაც მსურველები კიდევ ერთხელ შეძლებენ პოპკორნებით მოკალათებას და ფილმის ყურებას, თუმცა, თავიანთი მანქანების სავარძლებზე.

ღია კინოთეატრი გლიფადის გოლფის მოედანზე მოეწყობა და დასწრება უფასო იქნება, თუმცა, მუნიციპალიტეტი მოსახლეობას მოუწოდებს, გაიღონ შემოწირულობა, რათა შეიძინონ საკვები და სამედიცინო მასალა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ გლიფადის მერი მოსახლეობას აქ ზაფხულში კონცერტებსაც სთავაზობს, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

onalem

ტესტ